საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან, თბილისის დროით 15:50საათზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემები პირველადია და დაზუსტების შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს.