ნუ ვღიზიანდებით, როცა გვთხოვენ რაღაც სიფრთხილის ზომების დაცვას, ეს პანდემიაა, - თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებლთან საუბარში.
მისი თქმით, ერთადერთი დამნაშავე ბუნებაა და ეს პანდემიაა, რომელიც გაჩნდა ადამიანებისგან დაუკითხავად
“მინდა, ერთი ნიუანსი აღვნიშნო, რომელიც არ მომწონს და შეიმჩნევა მოსახლეობაში. მოსახლეობა ღიზიანდება უკვე, როგორც კი გაისმის რაღაც გაფრთხილება ან რაღაც მოწოდება, ან რაღაც თხოვნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ნუ გათამამდებიან. ღიზიანდებიან, როგორ, კიდევ ვატაროთ პირბადე? ან კიდევ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, არ გადავიხადოთ დაბადების დღე ან ქორწილი? ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ განწყობისგან გავთავისუფლდეთ, ნუ ვღიზიანდებით, როცა გვთხოვენ რაღაც სიფრთხილის ზომების დაცვას და ნუ წარმოაჩენთ, რომ თითქოს ეს ვიღაცის ბრალია ან ექიმების, ან მთავრობის, ან ვიღაცის. თითქოს საბაბია ეს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, რომ გამოთქვან უკმაყოფილება. ვის მიმართ გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, ბუნების მიმართ? აქ ხომ ერთადერთი დამნაშავე ბუნებაა, ეს პანდემიაა, რომელიც გაჩნდა ჩვენგან დაუკითხავად”, - თქვა ცერცვაძემ.