საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
განათლების სამინისტროს მტკიცებით მემორანდუმის მიხედვით მეთერთმეტეკლასელ მოსწავლეებს საშუალება ეძელვათ თვეში ორჯერ დაესწრონ საქალაქო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ სემინარებს, გაეცნონ საერთაშორისო კონვენციით დადგენილ არასრულწლოვანთა უფლებებს, სასმართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, სასამართლო ხელისუფლების ადგილს ხელისულების შტოებს შორის, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, დანაშაულის პრევენციის გზებს და ა.შ.
მათი განმარტებით, პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს მოზარდებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება.
,,აუცილებელია მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და ავამაღლოთ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა''-განაცხადა მემორანუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.
მემორანდუმოს ხელმოწერას თბილისის საჯარო სკოლების ორმოცი მეთერთმეთეკლასელი მოსწავლე დაესწო. ხელმოწერის შემდეგ მათ საქალაქო სასამართლოს მოღვაწეობის შესახებ პირველი სემინარი ჩაუტარდათ.