ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დონალდ ტრამპის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და საამიროების შეიხი მოჰამედ ბინ ზაიაედის სახელით გავრცელდა, აღნიშნულია, რომ "მხარეები იმედოვნებენ, ისტორიული შეთანხმება ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასადგურებას".
ამავდროულად, ისრაელმა პირობა დადო, რომ იგი შეთანხმების იმპლემენტაციისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამს და შეწყვეტს დასავლეთ სანაპიროების ანექსირებას.
შეთანხმების მიღწევამდე ისრაელს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონდა.
იუწყებიან, რომ ისრაელსა და საამიროებს შორის შეთანხმების მიღწევა დააჩქარა რეგიონში ირანის მზარდი გავლენის მიმართ შეშფოთებამ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ორმხრივ ურთიერთობებზე ტურიზმის, ინვესტიციებისა და საჰაერო მიმოსვლის სფეროებში.
ეს შეთანხმება მესამე ისრაელსა და არაბული სამყაროს ქვეყნებს შორის, მას შემდეგ, რაც 1948 წელს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეთანხმებას 1979 წელს ეგვიპტემ მოაწერა ხელი, ხოლო 1994 წელს იორდანიამ.