ხვალ, 20 ოქტომბერს, საქართველოს მომხმრებელთა ფედერაცია, პროექტი `ლიდერი"-ს ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების სფეროში მომხმარებლების სამადლობელი წერილების საფუძველზე, `უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდი-რამაზ ჩარექიშვილის ენდოსკოპიური ქირურგიის კლინიკა"-ს "მომხმარებლის აღიარების ნიშნით" დააჯილდოვებს.
პროექტი `ლიდერი" საშუალებას აძლევს კლინიკას მისი მომსახურების დონე შეაფასოს მომხმარებლის (პაციენტის) თვალით.
როგორც სმფ იუწყება, პროექტი `ლიდერი" Aაერთიანებს მათ, ვინც მიისწრაფის მომხმარებლის ნდობის მოპოვებისა და წინსვლისკენ, ვისაც მაქსიმალურად ეფექტურად შეუძლია გამოიყენოს თანამშრომელთა შემოქმედებითი პოტენციალი და პარტნიორული ურთიერთობი, ჰარმონიულად შეუფარდოს ერთმანეთს საკუთარი და მომხმარებლის ინტერესები, ვისი სახელიც ასოცირდება ხარისხთან და სანდოობასთან.
P
პროგრამის სიმბოლო "მომხმარებლის აღიარების" ნიშანია.
`მომხმარებლის აღიარების" ნიშნის გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში: 2010 წლის 20 ოქტომბერს, 13 საათზე სასტუმრო "თბილისი-მერიოტში".