ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის პირას მცხოვრებ მოსახლეობას სათბობი შეშა გადაეცა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე შიდა ქართლის რეგიონს ეწვივნენ.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის პირას მცხოვრებ მოსახლეობას - თითოეულ ოჯახს 2 მ3 სათბობი შეშა საჩუქრად გადაეცემათ. უწყების ხელმძღვანელებმა აქცია გორის რაიონის სოფელ არბოდან დაიწყეს.
აქცია ეტაპობრივად ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის პირას არსებულ სხვა სოფლებშიც გაიმართება და მოსახლეობას ზამთრის სეზონისთვის შეშით უზრუნველყოფენ.