საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ში, თბილისის დროით 11:31 საათზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, გუშინ 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წალკაში, სოფელ ფარავანაში მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემები პირველადია და დაზუსტების შემდეგ, შესაძლოა, შეიცვალოს.