ბათუმში პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 4691 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა: მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის - 4123 პირი დაჯარიმდა; ტროტუარსა და ამკრძალავ ნიშანში დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის კი 353 პირი.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 184 სამართალდამრღვევს ჯარიმა მუნიციპალურ ავტობუსში ბილეთის გარეშე გადაადგილებისთვის დაეკისრა; 15 პირს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, სამარშუტო ტაქსში სანებართვო პირობების დარღვევისთვის კი 16 სამართალდარღვევის ოქმია დაწერილი.
მუნიციპალური ინსპექციის მიერ ტრანსპორტის ზედამხედველობის ფარგლებში ლეონიძის, ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩები გაიწმინდა სპეცტექნიკისა და სატვირთო ავტომობილებისგან. ტრანსპორტი გოგოლის ქუჩაზე სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.