კვირას, მადრიდში ესპანეთის მონარქიის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ფინანსურ სკანდალში გახვეულმა ყოფილმა მონარქმა, ხუან კარლოსმა ქვეყანა დატოვა.
ხუან კარლოსმა, რომელმაც სამეფო ტახტი თავისი მემკვიდრეს, ესპანეთის ამჟამინდელი მეფეს, ფელიპე მეექვსეს 2014 წელს გადაულოცა, გასულ კვირას ქვეყნის დატოვების შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა.
მადრიდის გარდა საპროტესტო ქალაქები გაიმართა ვალენსიაშიც. დაგეგმილია საპროტესტო დემონსტრაცია ესპანეთის კუთვნილ კუნძულ მალიორკაზე, სადაც მეფე ფელიპე მე-6-ის ვიზიტია დაგეგმილი.
როგორც იუწყებიან, ესპანეთის მონარქიისადმი უკმაყოფილების ზრდა დიდწილად დაკავშირებულია ხუან კარლოსის მიერ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებასთან.
გავლენიან გამოცემა El Mundo-ში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 63.3% უარყოფითად აფასებს ყოფილი მონარქის გადაწყვეტილებას, 27.2% კი იწონებს.
80.3% თვლის, რომ ყოფილი მონარქი სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს, 12.4% კი თვლის, რომ ხუან კარლოს პასუხი არაფერზე აქვს გასაცემი.
შეგახსენებთ, ესპანეთის გადამდგარი მეფის წინაღმდეგ პროკურატურამ მიმდინარე წელს გამოძიება წამოიწყო. პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს შვეიცარიაშიც.
გამოძიება ინტერესდება ხომ არ იღებდა რაიმე სახის მონაწილეობას ესპანეთის მეფე საუდის არაბეთსა და ესპანურ კონსორციუმს შორის გაფორმებულ მრავალმილიარდიან შეთანხმებაში, რომლითაც ესპანურ კომპანიას მექასა და მედინას შორის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი უნდა აეშენებინა.
როგორც იუწყებიან, არსებობს ვარაუდი, რომ ხუან კარლოსმა 76 მილიონი ევრო მიიღო ამ გარიგებიდან.