ჩვენი ხელისუფალი სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნების მომხრეა და ელოდება ჭორვილაში როდის გაუვლებენ მავთულხლართებს, -განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ "ღამის კურიერის“ ეთერში.
მისი თქმით, ქვეყანამ ისიც ვერ მოახერხა, მავთულხლართების გავლების პროცესი შეეჩერებინა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ჩვენი ხელისუფალი სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნების მომხრეა და "ელოდება ჭორვილაში როდის გაუვლებენ მავთულხლართებს".
"ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი დევნილების დაბრუნება? ჩვენ ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ მავთულხლართები აქეთ არ გადმოდიოდეს და ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფალი, რომელიც ამბობს, რომ სტრატეგიული მოთმინება შევინარჩუნოთო, ოღონდ ეტყობა ელოდება ჭორვილაში როდის გაუვლებენ მავთულხლართებს, ღმერთმა დაიფაროს. ამ პროცესს ჰქვია მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მიერ", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.