საქართველოს კანონმდებლობით რუსეთი ოკუპანტი გამოდის, რა თქმა უნდა. აქ არაფერი სადაო არ არის და მე არასოდეს არ მიდავია ამაზე, - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც მას პრორუსულს უწოდებენ.
"საქართველოს კანონმდებლობით რუსეთი ოკუპანტი გამოდის, რა თქმა უნდა. აქ არაფერი სადაო არ არის და მე არასოდეს არ მიდავია ამაზე. უფრო მეტიც, ძალიან სასაცილოა, რომ მე პრორუსულს მეძახიან, მე არ ვიცი სხვა პოლიტიკოსი საქართველოდან, რომელიც გამოვიდა რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით ყველაზე პოპულარულ თოქ-შოუში, რომელმაც 100 მილიონი უყურებს და რომელმაც თქვა, რომ მე მინდა რუსი ტურისტი საქართველოში, მე მინდა რუსები მეგობრად ჩამოსულ ჩემს საქართველოში, მაგრამ მე არ მინდა რუსის ჩექმა ჩემს ტერიტორიაზე და ჩემი ამოცანაა, რომ რუსული ბაზები საქართველოდან გავიდეს. მე არ ვიცნობ სხვა პოლიტიკოსს, თუ თქვენ გეგულებათ ვინმე, ვინც რუსეთის ტელევიზიიდან მსგავსი რამე თქვა, მე მხოლოდ გამეხარდება, მაგრამ მე არ მომრიდებია არა თუ თქვენს ეთერში, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები უყურებენ, არამედ ეთერში რომელსაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა უყურებს და მთელი ის სფერო, რომელიც განსაზღვრას რუსულ პოლიტიკას და რუსეთის 100 მილიონი მოქალაქე უყურებს, მე არ მომრიდებია იმის თქმა, რომ ჩემთვის მიუღებელია რუსის ჩექმა ჩემს ტერიტორიაზე და ჩვენი სამშობლო, რა თქმა უნდა, არის აფხაზეთიც და სამაჩაბლოც", - განაცხადა ნონო ბურჯანაძემ.