ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, გარდაცვლილი გოგოს დედას თეონა თამაზაშვილს პასუხობს.
ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ თამაზაშვილი განცხადებას ემოციურ ფონზე აკეთებს.
"მისი მხრიდან ნეგატივი უკვე პიკს აღწევს. ქალბატონი თეონა ემოციურ ფონზე აგრძელებს მის ქმედებებს. პროფესიული კუთხით ვუთხარი, რომ მე ვერ ვხედავ აქ ისეთს ვერაფერს, რომ აქცია იყოს საჭირო. მე ვუთხარი, რომ სჯობს გონივრული ნაბიჯები გადავდგათ, ალბათ ეს ეწყინა ძალიან და ამის გამო ხდება ეს. თავად მომწერა, რომ მოგზავნილი ხარო, იქნებ თქვენ ხართ მოგზავნილი-მეთქი..." - აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ.