ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არის დაეხმაროს მოქალაქეებს, რათა შედარებით შენარჩუნდეს სოციალური მინიმუმი.
„ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ამიტომ მთავრობის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არის დაეხმაროს მოქალაქეებს, რათა შედარებით შევინარჩუნოთ ის სოციალური მინიმუმი, რომელსაც ეს ადამიანები მიჩვეული არიან. დღეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ბავშვები არიან და ამიტომ მიზნობრივად ამაზე უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა შეუძლებელი იყო.
რა გგონიათ, ეს ერთ დღეში გადაწვტყვიტეთ და მარტო ჩვენ? ეს გადავწყვიტეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიოერბთან ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ. მწირი რესურსის გათვლითა და სამართლიანი, გონივრული გადანაწილების გზით მივედით იქ, სადაც მივედით. რომ არ გვქონოდა stopcov ფონდი, ამას ვერ გავაკეთებდით. ასეთი რაოდენობით ვერ დავეხმარებოდით ბავშვებს“, – განაცხადა გახარიამ.