თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
"გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1 197 შემთხვევა, დაგვემატა ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა და გახდა 1206. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 13-ით და გახლავთ 987. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 81.8 – ია. ამჟამად, კოვიდცენტრებში 240 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი არის იმპორტირებული, აქედან სამი პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ ახალ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად," - განაცხადა ეზუგბაიამ.