ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედა ნინო ქადაგიძე-ჟვანა უახლოეს მომავალში დაჭრილი ლევან თოფაძის ოჯახთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაცია "კურიერთან" საუბრის დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ დაადასტურა.
ნინო ქადაგიძე-ჟვანია გოგი თოფაძეს გუშინდელი განცხადებისთვის მადლობას უხდის და აქვე აღნიშნავს, რომ ბუსა სასჯელს იმსახურებს, მთავარია, ეს სასჯელი ადეკვატური იყოს.
"გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება და ძალიან მადლიერი ვარ მისი ამ განცხადებისთვის, ცოტა დავმშვიდდი... ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ბუსა სასჯელს იმსახურებს, თუმცა ადეკვატური უნდა იყოს. ბუსას პირადი ნივთები გადმომცეს დღეს. ჩემი შვილიც ადამიანია და მასაც აქვს თავისი რაღაცები. დიდი იმედი მაქვს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდება", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ "კურიერთან" საუბრისას.