თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ფილიალების სარემონტო-სარეაბილიტაციო ციკლის პირველი ეტაპი იწყება. პროექტს თბილისის მერია ახორციელებს.
მომავალი წელს სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება მე-9 (ჭავჭავაძის #24) და 25-ე ფილიალები (ლილოს დასახლება).
„თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორ ფილიალში სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და მომავალი წლის დასაწყისისთვის დასრულდება. ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის პროექტი საკმაოდ მასტაბურია, რადგან, ეტაპობრივად, რამდენიმე ფილიალის სრული განახლება იგეგმება. ამავროულად, მიმდინარეობს წიგნადი ფონდების შევსების უწყვეტი პროცესიც“, - ამბობს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.
დაგეგმილია სარემონტო და კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე ავეჯისა და ტექნიკის განახლება. ამრიგად, აღნიშნული ბიბლიოთეკების მომხარებლები მთლიანად განახლებულ სამკითხველო დარბაზებს, საბავშვო კუთხეებს, შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის განკუთვნილ სივრცეებს მიიღებენ. რაც მთავარია, განახლდება და შეივსება წიგნადი ფონდი.
პ.ს. თბილისის ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გახსნასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია გაერთიანების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდება (თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები )