ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანიამ 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბესარიონ ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.