პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ის ვარაუდობდა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ამის შესახებ ჩარკვიანმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.
"ვამბობდი, ეს ერთობა არ შედგება მეთქი, ვერ მოხდება მაჟორიტარებზე შეთანხმება მეთქი, აი ხომ ვერ მოხდა. იდეის გარშემო თუ არ არის გაერთიანება, ნუ არ შეიძლება, ხალხნო, რომ შეთანხმება დარჩეს.
აი, ის ბატონ შალვა ნათელაშვილის ოფისში გაერთიანება "ძალა ერთობაშია"-ს საწინააღმდეგოდ შეიქმნა მეთქი და ასე აღმოჩნდა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, "ეწყინება თუ არა, რომ "ძალა ერთობაშია" საბურთალოს ოლქში კონკურენტს დაუყენებს", ჩარკვიანი პასუხობს, რომ "არა"
ვიდრე თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე "ძალა ერთობაშია"-ს დატოვებდნენ, ამ ოპოზიციურმა გაერთიანებამ თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.