ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მისი შვილის ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ის ბოდიშს უხდის თოფაძეების ოჯახს და მომხდარის გამო ძალიან შეწუხებულია.
"მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის. ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მიმდინარეობს გამოძიება. ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავით და ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ვფიქრობ, რომ დაუმძიმდება ბრალი. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ მძიმეს", - აღნიშნა ჟვანიამ.
სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანიამ 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბესარიონ ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.