ბესარიონ ჟვანია სააავადმყოფოდან გაწერეს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანანმშრომლებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველი სასამართლო წარდგენის სხდომა სასამართლოში ჩატარდება. სწორედ ბრალდებულის მსუბუქი დაზიანებები გახდა იმ ეჭვის საფუძველიც, რომ სავარაუდოდ, დაზიანებები ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილმა თავად მიიყენა.
ამ დაზიანებების წარმომავლობას ახლა გამოძიება სწავლობს. სასამართლო პროცესი ზუსტად 2 საათში დაიწყება.
სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანიამ 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბესარიონ ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.