ივანიშვილის მოკავშირეობა თუნდაც ღია ან ფარული, ძალიან მძიმედ დაუჯდება პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი ეცდება "თავისი ინტრიგანობით დაასუსტოს ოპოზიცია".
“ივანიშვილი რა თქმა უნდა ეცდება თავისი ინტრიგანობით დაასუსტოს ოპოზიცია. ივანიშვილი ამას მუდმივად ცდილობს. როდესაც სძინავს, მაშინაც ცდილობს. სიზმარშიც ოპოზიცია ელანდება და იქაც რაღაცებს ალაგებს. მე მგონი სიზმარში უკეთესად ალაგებს, ვიდრე - ცხადში. ერთი მთავრი სისუსტე აქვს ივანიშვილს - ის ტოქსიკურია და მასთან მიკარება, თითქმის შეუძლებელია. ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეობა თუნდაც ღია ან ფარულად ძალიან მძიმედ დაუჯდება პოლიტიკურ ძალას, ამიტომ ეს მოცემულობა გვაქვს, მმართველი ძალა მიუკარებელია", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.