ის განწყობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებაში ქმნის, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, - ასე ეხმიანება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, დღეს გადარჩენაა, არა ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების მცდელობა რომელიმე პარტიის მხრიდან, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი.
"სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა. მას უბრალოდ არ ესმის, რომ საქართველოში არის განწყობა, როდესაც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მაგრამ არც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობა“, - თქვა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, რომ ერთპიროვნულად გაიმარჯვებს და ერთპიროვნულად მოვა თავის პარტიასთან ერთად ხელისუფლებაში, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.