ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი და მისი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - რუსთავი 2-თა
გოგლა ჟვანია ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს.
ლევან თოფაძე, რომელიც დღეს დილით გამთენიისას, ბუსა ჟვანიამ დაჭრა ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ოჯახის ადვოკატი გიორგი ანთაძე მედიასთან აცხადებს, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ახლა სტაბილურად არის.
შსს-ის ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.