კორონავირუსის ეპიდემოლოგიური ვითარების გამწვავების გამო, ჰონგ კონგის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები. იტყობინება BBC-ი ჰონგ კონგის გუბერტნატორის, კერი ლემზე დაყრდნობით.
კერი ლემის განცხადებით, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ბოლო 7 თვის განმავლობაში [კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან] მიუღია.
მისივე თქმით, არჩევნების გადადების წინადადებას მხარი პეკინმაც დაუჭირა.
ჰონგ კონგელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მკაცრად აკრტიკებენ არჩევნების გადადებას და აცხადებენ, რომ ხელისუფლება საბაბად იყენებს პანდემიას, რათა ხალხს არ მიეცეს არჩევანის დაფიქსირების საშუალება.
საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო.