პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში, პოლონური წარმოშობის საბჭოთა მარშლის, კონსტანტინ როკოსოვსკის ქანდაკება კვარცხლბეკიდან მოიპარეს და თავი მოატეხეს.
როკოსოვსკის ქანდაკება წითელარმიელთა სასაფლაოზე არსებული ღია ექსპოზიციის ნაწილი იყო. ქანდაკების მოპარვიდან მეორე დღეს ის ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე, თავმოტეხილი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია ეძებს დანაშაულის შემოქმედებს.
მომხდარ ფაქტს შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩოს გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა.
როკოსოვსკი ვარშავაში 1896 წელს დაიბადა. ის იყო მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, სარდლობდა რა სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ფრონტებს.
მეორე მსოლფიო ომის დასრულების შემდეგ როკოსოვსკი სარდლობდა გამარჯვების აღლუმს მოსკოვში, წითელ მოედანზე.
ომის შემდგომ, 1949 წელს იგი დაინიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრად.