რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ინიციატივას, საპრეზიდენტო არჩევნების გადადების შესახებ, მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
"შეხსენებისთვის: არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კონგრესი. 2020 წლის არჩევნების გადადების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგი ვიქნები,"- წერს ადამ კინზინგერი.
შეგახსენებთ, დღეს დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოვიდა.
"უნივერსალური ფოსტით ხმის მიცემის გზით 2020 წელი ყველაზე უზუსტესი და თაღლითური არჩევნებით შევა ისტორიაში. ეს დიდი სირცხვილი იქნება აშშ-სთვის. გადადეთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".
საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
საპრეზიდენტო არჩევნების დღე შეერთებულ შტატებში კონგრესის მიერ არის დაკანონებული და მისი გადადება ურთულესი საკითხია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არც საყოველთაო არჩევნების გადავადების და არც მისი გაუქმების უფლება არ გააჩნია.
საპრეზიდენტო არჩევნები არასდროს გადადებულა.