მე მაკავშირებს რამდენიმე ათეული წელი მცხეთასთან, ჯვრის მონასტერთან, - განაცხადა პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ, რომელიც მაჟორიტარული მანდატისთვის მცხეთა-მთიანეთის ოლქში იბრძოლებს.
"მცხეთა არის საქართველოს მარადიულობის სახე და სიმბოლო. მე მაკავშირებს რამდენიმე ათეული წელი მცხეთასთან, ჯვრის მონასტერთან. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული ადგილი და დღეს ვიწყებ ამ საარჩევნო კამპანიას. სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერში, ეს არის მთავარი იდეა, რომლითაც გვინდა გავაერთიანოთ ძალიან ბევრი ადამიანი. ამ საარჩევნო პროცესში ჩვენთვის მთავარი იქნება ადამიანი, იდეა, არა პიროვნებები, იმიტომ, რომ ჩვენ პიროვნებებს არ ვებრძვით, ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის, რომელიც გვინდა, რომ იყოს ბოლომდე მიყვანილი და ყველამ იგრძნოს, რას ნიშნავს სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, განსაკუთრებით მომავალმა თაობამ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.