პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარების თემა "ტროას ცხენივით შემოგდებულია" და ახლა საკითხი იმაზეა, თუ როგორ დაძლევს ამას ოპოზიცია.
"მაჟორიტარებთან დაკავშირებით თემაზე ფიქრი დავიწყეთ. ნაბიჯი ჯერ არ გადაგვიდგამს, მაგრამ ფიქრი დავიწყეთ როგორი პოზიცია იქნებოდა სწორი. ჩვენ რომ გვქონოდა სრულად პროპორციული არჩევნები, საერთოდ არანაირი პრობლემა კონკურენცია არ იქნებოდა - პირიქით. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გვყავს 30 მაჟორიტარი, ტროას ცხენივით შემოგდებული თემა, რომელსაც დავძლევთ თუ არ დავძლევთ, რამდენად წარმატებულად დავძლევთ. ოპოზიციამ კარგად დაიწყო ამაზე მუშაობა, თბილისზე მუშაობა კარგი იყოი, მაგრამ მას სათანადო გაგრძელება ვერ მოყვა - პირიქით, ოპოზიციურ მხარეს გამოეცალნენ სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკოსები",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
2020 წლის არჩევნებისთვის რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდა. "ევროპული საქართველოს" წინადადებას, რომელიც დიდ ქალაქებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს, ხოლო 4 ოლქში - "ევროპული საქართველოს" კანდიდატების, "ნაციონალური მოძრაობა" არ თანხმდება.