ხვალ, 19 ოქტომბერს, ილიას უნივერსიტეტსა და "აუთდორ.ჯის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები სტაჟირებას სარეკლამო კომპანია "აუთდორ.ჯიში" გაივლიან.
მემორანდუმს ხელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და კომპანია "აუთდორ.ჯის" გენერალური დირექტორი დიმიტრი ჩიქოვანი მოაწერენ.