"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის ერთიანობის მომხრეა და კოლეგებს სხვა პარტიებიდან მოუწოდებს, პოზიციები დააახლოვონ.
"რეგიონებში, ყველაში ალბათ არა მაგრამ უმრავლეს რეგიონში, სასურველია, მოხდეს გარკვეული პოზიციების შეჯერება. ასე რომ ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთიანობის მომხრე. დრო მართალია ბევრი არ არის, მაგრამ მაინც არის დარჩენილი. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც აქვს ახლა ერთმანეთთან კონსულტაციები, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ დაახლოვდეს პოზიციები", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.