"კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ”, - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა.
ნატალია ხარატიშვილმა კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერა.