ცნობილი ინდოელი მსახიობი, ბოლივუდის ვარსკვლავი და ფოტომოდელი, აიშვარია რაი და მისი ქალიშვილი კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ მსახიობის ქმარმა, აბიჩეკ ბაჩანმა განაცხადა.
აბიჩეკ ბაჩანის თქმით, აიშვარიამ და მათმა ქალიშვილმა საავადმყოფო უკვე დატოვეს.
კორონავირუსი აბიჩეკ ბაჩანსა და მის მამას, სახელგანთქმულ ინდოელ მსახიობის, ამიტაბ ბაჩანსაც დაუდგინდათ. ორივე მათგანი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.