დილის 9 საათისთვის არის 14 ახალი შემთხვევა. 5 უკავშირდება ლილოს კლასტერს. 6 იმპორტირებულია და აქედან 4 - სატვირთო ავტომობილის მძღოლია, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, სიტუაცია კონტროლირებადია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში გვაქვს ორნიშნა ციფრი - ეს არ არის განგაშის და პანიკის საფუძველი, მაგრამ საყურადღეობოა. ეს პროგნოზირებადი იყო, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებას მოჰყვება ხოლმე ინფიცირებულთა ზრდა.
„შეიქმნა ილუზია, რომ ქვეყანამ დაამარცხა ინფექცია, მაგრამ არ დაგვიმარცხებია, ის ჩვენთან ერთად არის და პერიოდულად წამოყოფს ხოლმე თავს," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.