შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა, გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას შეკითხავ დაუვეს ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ ვახტანგ გომელაურმა მინისტრის პოსტი დატოვოს.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა, გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ასეთ რამ სერიოზულია? არ არის სერიოზული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.