თუ ვინმე შეიძლება უსინდისობის ნაწილში ერთმანეთს შევადარო ბოკერია და ვაშაძე შეიძლება ერთად დავაყენო, - თქვა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ძალიან მძიმეა ეს ადამიანი [გიგა ბოკერია] სინდისის მიმართ თავისი დამოკიდებულებით.
"მე მგონია, რომ ჩვენმა რვავე მაჟორიტარმა პირველივე ტურში უნდა მოიგოს არჩევნები, გამომდინარე იმ მძიმე სურათიდან რაც არის. შემძრა იმ სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, წარმოუდგენელი სახელები და გვარებია, გინდა კვალიფიკაცია ავიღოთ და გინდა სხვაგვარი ელემენტები მათი რეპუტაციის. თუ ვინმე შეიძლება უსინდისობის ნაწილში ერთმანეთს შევადარო ბოკერია და ვაშაძე შეიძლება ერთად დავაყენო. ძალიან მძიმეა ეს ადამიანი სინდისის მიმართ თავისი დამოკიდებულებით", - თქვა კობახიძემ.