ძალიან სერიოზულ ინფექციაზე მინდა გესაუბროთ, ეს გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოში და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მიეკუთვნება, ლეტალობა ძალიან მაღალი აქვს და ამიტომ ამისგან თავის დაცვა აუცილებელია, - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ.
მსგავსი გზით, ტკიპების მეშვეობით, ასევე გადადის ბორელიოზის ინფექცია, ანუ ლაიმის დაავადება, რომელიც ასევე არის საქართველოში დაფიქსირებული.
"ჩვენთან ახლა ზაფხულის ინფექციები უფრო აქტუალურია, ლეიშმანიოზიც, რა თქმა უნდა, და ასევე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ბორელიოზი, ანუ ლაიმის დაავადება და ამათგან განსხვავებით, გადამდებლობის თვალსაზრისით ნაწლავთა ინფექციები. იგივე გზით გადადის, ტკიპების მეშვეობით ასევე ლაიმის დაავადება, რომელიც საქართველოში არის გავრცელებული, ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება, მაგრამ არ მინდა ახლა ისე შევაშინო მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ყველა ტკიპა არ არის დაინფიცირებული“, - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე.