ასევე საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც მივიღებთ უკვე კონკრეტულ გადაწვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებაში , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
არ არის გამორიცხული, კორონავირუსის გამო გარდაბნის რაიონის 3 სოფელი ჩაიკეტოს. რეგიონში მცირე ეპიდაფეთქებაა. 3 სოფელში უკვე 34 ინფიცირებულია. ადგილზე მეორე დღეა ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა და მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს.
"დღევანდელი რიცხვი არის საყურადღებო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი არის გაკონტროლებული ჩვენი მხრიდან. ბაზრობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ უკვე შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების.
ასევე საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც მივიღებთ უკვე კონკრეტულ გადაწვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებაში და ასევე იმ რეგიონთან მიმართებაში, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით არის მნიშვნელოვნად საყურადღებო”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.