ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა სახალხო დამცველის ოფისის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მე მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი შეხვედრა სახალხო დამცველთან. მათი როლი მონიტორინგის კუთხით ნამდვილად მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისა და გაღრმავებისთვის. ის საქმიანობა, რასაც ისინი ახორციელებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი, დაბალანსებული ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში, რომელსაც აქვს სასამართლო სისტემა, რომელიც ყოველთვის დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს, ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მართლაც დამოუკიდებელი ოფისის არსებობა. მინდა საქებარი სიტყვები გამოვხატოთ მათი ერთგულებისთვის და მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის", – განაცხადა კელი დეგნანმა.