ბაზრობებზე ყურადღება გამკაცრდება, - განაცხადა დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობებზე ყურადღება გამკაცრდება.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევათა მატებას უკავშირდება.
მისი განმარტებით, გარდაბნის სოფლებში მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა ბაზრობებზე აქტიურად მუშაობენ, ამიტომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება აუცილებელია.
„ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. ისინი მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობებზე, ამიტომ, გასამკაცრებელი იქნება ყურადღება მათ შორის ლილოს ბაზრობაზე, დინამოს ბაზრობაზე, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე. ყურადღება მეტი, აუცილებელია თერმოსკრინინგი, შესაბამისად, სიმპტომიანი ადამიანების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი იზოლირება კარანტინში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 049 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 903 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 534 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.