საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს პროექტს "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება".
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი სამსახურების, განყოფილებების, ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრა-სემინარი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ბიზნეს-ანალიტიკოსმა ცირა გასიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ახალი დასანერგი მოდულები გააცნო.
სისტემის დანერგვის ეტაპი მოიცავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებს.
პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობასა და შემცირებულ ბიუროკრატიას.