საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე ივანიშვილი სატელიტურ, პუტინისტუ რეჟიმს გაისტუმრებენ.
მისი თქმით, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, მიიღებენ კანონს, რომლითაც კრემლის ოლიგარქებს საქართველოში ბიზნესის წარმოება აეკრძალებათ.
"როგორც კი არჩეული იქნება ახალი პარლამენტი და ჩვენ გავისტუმრებთ ივანიშვილის სატელიტურ, პუტინისტურ რეჟიმს. მიღებული იქნება კანონი, რომლის თანახმადაც კრემლის ოლიგარქიას საქართველოში აეკრძალება ბიზნესის წარმოება და ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მუშაობა,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.