არამარკირებული საქონლის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ 2010 წლის 9 თვეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვის 64 ფაქტი.
აქედან 32 ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება, რაც სისხლის სამართლის საქმეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 3,55 პროცენტს შეადგენს. 32 ფაქტზე მასალები წარიმართა ადმინისტრაციული წესით.
2010 წლის 9 თვეში ამოღებულია 75 979 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რაც დაახლოებით 53,9 პროცენტით მეტია 2009 წლის იანვარ სექტემბერში ამოღებულ უაქციზო სიგარეტზე.
2010 წლის იანვარ-სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან გამოყენების კავლიფიკაციით წინასწარი გამოძიება დაიწყო სამ ფაქტზე.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადების ან/და რეალიზაციის 29 ფაქტი. ხოლო 9 შემთხვევაში გამოვლინდა ადამიანის სიცოცხლისათვის ანუ ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია.