მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაცის 13 წლის ილია ფილფანის დაკარგვის შესახებ ოჯახმა გაავრცელა.
"მეგობრებო გვჭირდება თქვენი დახმარება. მესტიის რაიონ, სოფელ ლენჯერში, გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გამოვიდა 13 წლის ილია ფილფანი. ოჯახი და ახლობლები შუადღის შემდეგ ვეძებთ. იყო ველოსიტედით , ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ნახეს ლენჯერში. იმ შემთხვევაში თუ ფოტოზე გამოსახულ ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ დაგვიკავშირდით. 591542653- ირაკლი, 595409484-ანანო", - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია, 20-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები.
გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.