საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქტიშვილის თქმით უკვე მერამდენე არჩევნებია დასტურდება, რომ "ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს. ამის შესახებ ცქიტიშვილმა გადაცემაში "ქრონიკა" განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების რეიტინგი პირველ რიგში ყველაზე კარგად არჩევნებზე ჩანს.
"კვლევებს, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვა დროს ატარებს, შეიძლება ვენდობოდეთ, ან არ ვენდობოდეთ. ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ, არჩევნებზე არ აისახებოდა. უკვე რამდენიმე არჩევნებია, ჩვენ არჩევნებით ვადასტურებთ, რომ მაღალი რეიტინგი გვაქვს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს. წელსაც იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი შეაფასებს იმას, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, რისი გაკეთება შევძელით და ეს საარჩევნო ყუთთან აისახება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის აზრით, "ქართული ოცნების" რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ეს კვლევებში ჩანს.