2010 წლის იანვარ-სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამეწარმეო და ფისკალურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებათა გამოვლენა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.
სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-სექტემბერში საგადასახადო სფეროში დანაშაულის გამოვლენა აღკვეთის პროცესში წინასწარი გამოძიება დაიწყო 465 სისხლის სამართლის საქმეზე.
მათ შორის, გადასახადისთვის თავის არიდების - 229, რაც დაახლოებით 54,2 პროცენტით მეტია 2009 წლის იანვარ სექტემბერთან შედარებით, ხოლო ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენების - 226, რაც დაახლოებით 31,5 პროცენტით მეტია 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.