ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში ქვემდებარეობით სხვადასხვა ორგანოებში 55 სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა.
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 998 პირის მიმართ, რაც დაახლოებით 41,96 პროცენტით მეტია 2009 წლის იანვარ-სექტემბერში დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საერთო რაოდენობაზე.
აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულ იქნა 875 პირის მიმართ, რაც დაახლოებით 44,5 პროცენტით მეტია 2009 წლის იანვარ სექტემბერში გამოყენებულ აღმკვეთის ღონისძიებათა საერთო რაოდენობაზე. კერძოდ: დაპატიმრება - 569 ანუ 66,17 პროცენტი; გირაო - 295 ანუ 33,72 პროცენტი; პირადი თავდებობა - 1 ანუ 0,11 პროცენტი.
წინასწარი გამოძიება შეწყდა 157 სისხლის სამართლის საქმეზე. წინასწარი გამოძიება და სისხლის სამართლებრვი დევნა შეწყდა 4 საქმეზე. ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა 6 პირის მიმართ.
სასამართლოში საბრალდებო დასკვნით წარიმართა 475 სისხლის სამართლის საქმე, რაც დაახლოებით 34,38 პროცენტით მეტია 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში სასამართლოში წარმოებულ საქმეთა საერთო რაოდენობაზე.