საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1018-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 895 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5627 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 288.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.