ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2010 წლის იანვარ-სექტემბერში გაწეული საქმიანობის შედეგად გამოვლენილი იქნა 939 სამართალდარღვევის ფაქტი. რაც დაახლოებით 21,64 პროცენტით მეტია 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევათა საერთო რაოდენობაზე.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 9 თვეში გამოვლენილი 939 სამართალდარღვევიდან, წინასწარი გამოძიება 900 საქმეზე დაიწყო, რაც კანონდარღვევათა საერთო რაოდენობის 95,8 პროცენტს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, 33 ფაქტზე მასალები წარიმართა ადმინისტრაიცული სახდელის დადების უზრუნველსაყოფად, ხოლო 6 ფაქტზე (საგადასახადო სამართალდარღვევა) მასალები ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგადასახადო ინსპექციაში.
აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 166 750 760 ლარი შეადგინა. რაც დაახლოებით 40,54 პროცენტით მეტია 2009 წლის იანვარ სექტემბერში დაიცხულ თანხებზე, ხოლო მობილიზებულ იქნა - 33 197 888 ლარი.