შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ასრულებს საზღვაო უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ამოცანებს, აკონტროლებს საქართველოს საზღვაო სივრცეში დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს. ასევე, მონაწილეობს ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და საავარიო-სამაშველო ღონისძიებებში.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს სანაპირო დაცვამ გადაარჩინა 9 ადამიანი, დახმარება გაუწია 11 ადამიანს და 55 მცურავ საშუალებას.