მძარცველებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საიუველირო მაღაზია "ფრანკო ფონტანას" გაძარცვა სცადეს. წინასწარი ინფორმაციით მძარცველები მაღაზიაში შესვლას მაღაზიის უკანა შესასვლელიდან აპირებდნენ.
ისინი ცდილობდნენ კედლის განგრევას, თუმცა იქ ბარიერები შეხვდათ, რის გამოც ვერ შეაღწიეს ობიექტზე.
ადგილზე კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ.
მძარცველების ვინაობა ამ ეტაპზე დაუდგენელია.